ინფორმაცია განახლდა: 22/07/2014
გადახდის ინფორმაციის გაცვლისა და შესრულების სისტემა (PIEES)
იდენტიფიკაციის საშუალებები - Paysera-ს მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული მომხმარებლის უნიკალური ნომერი, მომხმარებლის საჯარო გასაღები, Paysera-ს საჯარო გასაღები, Paysera-ს პირადი გასაღები და მომხმარებლის პირადი გასაღები.
ზოგადი ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება, პირობები, რომლებიც ვრცელდება მერჩანტებზე.
Paysera-ს პირადი გასაღები - Paysera-ს მიერ გამოყენებული ციფრების უნიკალური კომბინაცია, მომხმარებლის მონაცემების დასადასტურებლად (Paysera-ს მიერ დაფარული და შენახულია).
Paysera საჯარო გასაღები - Paysera-ს მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი ციფრების უნიკალური კომბინაცია, Paysera-ს მიერ გაგზანვილი მონაცემების შემოწმებისა და Paysera-ს პირადი გასაღებით შემოწმებისთვის.
მომხმარებლის პირადი გასაღები - მომხმარებლის მიერ მათი იდენტიფიკაციისთვის გამოყენებული ციფრების უნიკალური კომბინაცია (დაფარული და შენახულია მხოლოდ მომხმარებლის მიერ).
მომხმარებლის საჯარო გასაღები - მომხმარებლის მიერ Payseraსთვის გაგზავნილი ციფრების უნიკალური კომბინაცია, მომხმარებლის მიერ გაგზავნილი მონაცემების შემოწმებისა და უფლებამოსილიო საგადახდო დავალების მომხმარებლის კერძო გასაღებით შემოწმებისთვის.
PIEES – გადახდის ინფორმაციის გაცხვლისა და შესრულების სისტემა.
1. როდესაც სარგებლობთ PIEES მომსახურებით, ზოგადი ხელშეკრულების ყველა პირობა და აღნიშნულ დანართში მოცემული პირობები სრულად მიემართება მომხმარებელს. აღნიშნულ დანართში არსებული ტერმინები გამოიყენება ზოგად ხელშეკრულებაში განსაზღვრული მნიშვნელობებით.
2. PIEES მომსახურება აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს Paysera ანგარიშის მომსახურებით, მომხმარებლის Paysera ანგარიშიდან წარადგინოს საგადახდო დავალება Paysera ანგარიშზე და სისტემაში არსებულ საბანკო ანგარიშზე პირდაპირ მომხმარებლის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის/რესურსების დაგეგმვის/მართვის სისტემიდან.
3. PIEES მომსახურება მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს Paysera ანგარიშის მომსახურებით, აძლევს შესაძლებლობას მიიღოს შემდგომი აუცილებელი ინფორმაცია მათი Paysera ანგარიშის შესახებ პირდაპირ მომხმარებლის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის/რესურსული დაგეგმვის/მართვის სისტემიდან:
3.1. Paysera ანგარიშის ბალანსი კონკრებულ დღეს;
3.2. Paysera ანგარიშის ამონაწერი შერჩეულ დროის მონაკვეთში;
3.3. შეტყობინებები, როდესაც ოპერაცია შესრულებულია მომხმარებლის Paysera ანგარიშზე.
4. PIEES მომსახურება მომხმარებელს მიეწოდება განსხვავებული ტარიფებით, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მომხმარებელი იხდის საგადახდო დავალებისთვის, რომელიც წარდგენილია მის მიერ აქ მოცემული ტარიფების მიხედვით .
5. იმისათვის, რომ მომხმარებელმა დაიწყოს PIEES-ის მომსახურებით სარგებლობა მას უნდა:
5.1. უნდა ქონდეს Paysera ანაგრიში;
5.2. დაუკავშიროს საკუთარი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა/ რესურსების დაგეგმვა/მართვის სისტემა Paysera სისტემასთან, Paysera-ს მიერ ელფოსტით ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის, მოწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებმაც შეუკვეთეს აღნიშNული მომსახურება;
5.3. იძლევა გარანტიას რომ PIEES მომსახურების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ ავტორიზებული პირების მიერ. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ ავტორიზებული პირებისთვის Paysera სისტემასთან დაკავშირებულ ფინანსურ და ბუღალტრულ აღრიცხვის/რესურსების დაგეგმვის/მართვის სისტემაზე წვდომაზე, მის უსაფრთხოებაზე და მომხმარებლის მიერ ავტორიზებული პირებისთვის საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტების უზრუნველყოფაზე.
6. PIEES მომსახურებით სარგებლობის დასაწყებად და აღნიშნული დანართის მე-5 მუხლში მოცემული პირობების შესასრულებლად, Paysera გადასცემს მომხმარებელს Paysera-ს საჯარო გასაღებს და მომხმარებელმა უნდა გადმოსცემს Paysera-ს მომხმარებლის საჯარო გასაღები, იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც გაიგზავნება მომხმარებლის სისტემის მიერ, მომხმარებლის კლიენტად იდენტიფიცირებისთის და საგადახდო დავალების ავტორიზებისთის.
7. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, რომ მომხმარებლის პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალიზებული საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტს PIEES-თან ინტეგრირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დასაკავშირებლად.
8. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საგადახდო დავალების გაგზავნა PIEES-ის დახმარებით , რათა შეასრულოს ზოგადი საგადახდო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები. საგადახდო დავალება, რომელიც წარმოდგენილია PIEES-ის მეშვეობით გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მიჩნეულია სათანადოდ წარდგენილად.
9. საგადახდო დავალება სრულდება ზოგად ხელშეკრულებაში განსაზღვული პირობების მიხედვით.
10. Paysera-ს უფლება აქვს არ შეასრულოს საგადახდო დავალება, მომხმარებლის მიერ წარდგენილი, თუ მომხმარებლის დავალება, ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით არ ათანხმება ზოგადი ხელშეკრულების პირობებს და ასევე და ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, როდესაც Paysera-ს აქვს უფლება ან ვალდებულება არ შეასრულოს ბრძანებები მომხმარებლის Paysera ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრის შესახებ.
11. PIEES მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველ დღე, თუმცა გადარიცხვები სრულდება ზოგადი ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
12. Paysera-ს უფლება აქვს შეაჩეროს PIEES მომსახურება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო (როგორიცაა ტექნიკური მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებები ან განვითარება და მსგავსი), წინასწარ, რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე, მაგარმ არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღისა,აცნობოს მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ,
13. მომხმარებელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს Paysera-ს მიერ მისთვის მიწოდებულ საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტების უსაფრთხოებაზე.
14. მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ შეატყობინოს Paysera-ს საიდენტიფიკაციო საშუალებების დაკარგვის ან მათ კონფიდენციალურობაში ეჭვის შეტანის შესახებ. თუ საიდენტიფიკაციო საშუალებების დაკარგვა დაკავშორებულია მესამე პირის არაკანონიერ ქმედებებთან, მომხმარებელი ვალედბულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს. მომხმარებელი პასუხისმგებელია საიდენტიფიკაციო საშუალებებზე, მათი მიღბის წამიდან.
15. თუ Paysera-სთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო საშუალებები ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისთვის, Paysera მომენტალურად დაბლოკავს მომხმარებლის ხელმისაწვდომობას PIEES სისტემაზე, სანამ ახალი საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტები შეიქმნება.
16. ზოგადი ხელშკრულების მიხედვით საიდენტიფიკაციო საშუალებები მიიჩნევა პაროლით დაცულად. შესაბამისად ზოგადი ხელშეკრულება არეგულირებს პაროლებს და უფრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.
17. Paysera პასუხისმგებელია შეცვალოს იდენტიფიკაციის საშუალებები თუ მომხმარებელი შეატყობინებს, რომ მათი კონფიდენციალურობა დარღვეულია საკუთარი ან მესამ პირის ბრალეულობით.
18. Paysera იძლევა გარანტიას, იმდენად რამდენადაც ეს მასზეა დამოკიდებული, იდენტიფიკაციის საშუალებების კონფიდენციალურობა გადაეცემა Paysera-ს მიერ მომხმარებელს მესამე პირისთვის მისი გამხელის გარეშე, გარდა Paysera-ს შესაბამისი თანამშრომლებისა, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია სჭირდებათ ხელშეკრულების შესასრულებლად.
19. მომხმარებელოი იძლევა გარანტიას, რომ PIEES-ის გამოყენებით გადახდის ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია არ გახდება საჯარო, გარდა ლიეტუვას რესპუბლიკის კანონმდებლობაში მითითებული შემთხვევებისა.
20. მომხმარებელი იაზრებს და ეთანხმება, რომ PIEES-ის არასწორმა ინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის დამატებითი დატვირთვები, რომლებიც არ არის სასურველი და არ შეიძლება იყოს მისაღები, ამიტომ მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ინტეგრაციის სწორი (ინსტრუქციის მიხედვით) შსრულება.
21. მომხმარებელი იაზრებს, რომ მას შემდეგ, რაც Paysera შეცვლის ინტეგრაციის ინსტრუქციებს და აცნობებს მომხმარებელს ამის შესახებ, მან უნდა განაახლოს სისტემების კავშირი, მათი ხარჯებით, არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი), დღისა შეტყობინების დღიდან.
22. თუ მომხმარებელი იურიდიული პირია, აღნიშნული დანართის პირობებზე თანხმობისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება შეუკვეთოს აღნიშნული მომსახურება იურიდიული პირის სახელით.